გაკვეთილის თემა
|
სად მდებარეობენ მეტალები პერიოდულ სისტემაში?
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო. IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
19 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
|
·
ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს წარმოდგენა მეტალის ელექტრონულ
აგებულებაზე,
·
გაეცნოს მეტალთა ფიზიკურ თვისებებს
·
იმსჯელოს მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე
·
გამოუმუშავდეს მოსწავლეს კვლევის, მოდელირების, მიზეზ-შედეგობრივი
კავშირის დამყარების უნარი
·
ქიმ.IX.5.მოსწავლეს
შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლე არჩევს მეტალებს და არამეტალებს,იცის მათი ატომის აღნაგობა,
შეუძლია ელექტრონული ფორმულის ჩაწერა.
|
შეფასება
|
შეფასება მოხდება რუბრიკით
|
რესურსები
|
IX
კლასის სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,ცარცი,დაფა,პერიოდული
სისტემა,პლაკატი მეტალური ბმის გამოსახულებით,მაგნიტი, ლურსმანი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები (3 წთ)
A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა
1.( 5 წთ)
დაფაზე ვწერ სიტყვას „მეტალი“ და მოსწავლეებს ვთხოვ მიუწირონ ის სიტყვები
რაც აზრობრივად უკავშირდება ამ სიტყვას.
B ფაზა-შინაარსის
რეალიზება.
აქტივობა 2. ტექსტზე მუშაობა (5 წთ)
აქტივობა 3 .ჯგუფური მუშაობა
(10წთ)
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებად მონახონ პერიოდულ სისტემაში
ერთი მეტალი, ერთი არამეტალი და შეადგინონ მათი ელექტრონული აგებულების სქემა.
აქტივობა 4 .ნამუშევრების
პრეზენტაცია (5წთ)
აქტივობა 5. მოდელირება
(10წთ)
მაგნიტითა და ლურსმნების საშუალებით ახდენენ მეტალური ბმის მოდელირებას,
ხსნიან მისი წარმოქმნის მექანინიზმს.
C ფაზა-თემის
შეჯამება
აქტივობა 6. (5წთ) შევაჯამებთ გაკვეთილს კითხვა-პასუხით.გაკვეთილიდან
გამოტანილ დასკვნებს ჩამოვწერთ დაფაზე.
აქტივობა 7. (2წთ)
საშინაო დავალების პირობის გაცნობა.
|
შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმი
|
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა
|
მოსწავლეს არ შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა
|
მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე მეტალის ფიზიკური თვისებების კვლევა
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა, მაგრამ უშვებს
შეცდომებს
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური
თვისებების კვლევა დახმარებით
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა, ამყარებს კავშირს
მათ აგებულებას, თვისებებსა და პერიოდულ სისტემაში მდებარეობას შორის
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა
|
მოსწავლეს არ შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა
|
მოსწავლეს შეუძლია რამოდენიმე,
მარტივი აგებულების მქონე მეტალის
სქემის შედგენა.
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა, მაგრამ
უშვებს შეცდომებს
|
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა დახმარებით
|
მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია
მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა,
ადარებს მეტალთა და არამეტალთა გარე ელექტრონული შრის აგებულებას.
|
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას და მსჯელობს მეტალური ბმის წარმოქმნის
მექანიზმზე
|
მოსწავლეს არ შეუძლია მსჯელობა მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე
|
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას , მაგრამ ვერ ხსნის მეტალური ბმის წარმოქმნის
მექანიზმს
|
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას, მაგრამ მისი წარმოქმნის მექანიზმზე მსჯელობისას
უშვებს შეცდომებს
|
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას და მსჯელობს მისი წარმოქმნის მექანიზმზე
|
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას, მსჯელობს მისი წარმოქმნის მექანიზმზე
და ახდენს მეტალური ბმის მოდელირებას
|