Thursday, April 24, 2014

გაკვეთილის თემა 
სად მდებარეობენ მეტალები პერიოდულ სისტემაში?
სწავლების საფეხური
საბაზო. IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
19 მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
·         ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს წარმოდგენა მეტალის ელექტრონულ აგებულებაზე,
·         გაეცნოს მეტალთა ფიზიკურ თვისებებს
·         იმსჯელოს მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე
·         გამოუმუშავდეს მოსწავლეს კვლევის, მოდელირების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების უნარი
·         ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე არჩევს მეტალებს და არამეტალებს,იცის მათი ატომის აღნაგობა, შეუძლია ელექტრონული ფორმულის ჩაწერა.
შეფასება
შეფასება მოხდება რუბრიკით
რესურსები
IX კლასის სახელმძღვანელო,სამუშაო რვეული,ცარცი,დაფა,პერიოდული სისტემა,პლაკატი მეტალური ბმის გამოსახულებით,მაგნიტი, ლურსმანი.
გაკვეთილის მსვლელობა
     საორგანიზაციო საკითხები  (3 წთ)
            A ფაზა-გამოწვევა
    აქტივობა 1.( 5 წთ)
დაფაზე ვწერ სიტყვას „მეტალი“ და მოსწავლეებს ვთხოვ მიუწირონ ის სიტყვები რაც აზრობრივად უკავშირდება ამ სიტყვას.
           B ფაზა-შინაარსის რეალიზება.
    აქტივობა 2. ტექსტზე მუშაობა  (5 წთ)
    აქტივობა 3 .ჯგუფური მუშაობა (10წთ)
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებად მონახონ პერიოდულ სისტემაში ერთი მეტალი, ერთი არამეტალი და შეადგინონ მათი ელექტრონული აგებულების სქემა.
    აქტივობა 4 .ნამუშევრების პრეზენტაცია (5წთ)
    აქტივობა 5. მოდელირება (10წთ)
მაგნიტითა და ლურსმნების საშუალებით ახდენენ მეტალური ბმის მოდელირებას, ხსნიან მისი წარმოქმნის მექანინიზმს.
            C ფაზა-თემის შეჯამება
    აქტივობა 6. (5წთ)  შევაჯამებთ გაკვეთილს კითხვა-პასუხით.გაკვეთილიდან გამოტანილ დასკვნებს ჩამოვწერთ დაფაზე.
   აქტივობა 7. (2წთ)
საშინაო დავალების პირობის გაცნობა.
   

                                                    შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა
მოსწავლეს არ შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა
მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე მეტალის ფიზიკური თვისებების კვლევა
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა, მაგრამ უშვებს შეცდომებს
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა  ფიზიკური თვისებების კვლევა დახმარებით
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ფიზიკური თვისებების კვლევა, ამყარებს კავშირს მათ აგებულებას, თვისებებსა და პერიოდულ სისტემაში მდებარეობას შორის
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა

მოსწავლეს არ შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა
მოსწავლეს შეუძლია რამოდენიმე,  მარტივი   აგებულების მქონე მეტალის სქემის შედგენა.
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა, მაგრამ უშვებს შეცდომებს
მოსწავლეს შეუძლია მეტალთა ელექტრონული აგებულების სქემის შედგენა დახმარებით
 მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია მეტალთა ელექტრონული  აგებულების სქემის შედგენა, ადარებს მეტალთა და არამეტალთა გარე ელექტრონული შრის აგებულებას.
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას და მსჯელობს მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე
მოსწავლეს არ შეუძლია მსჯელობა მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმზე
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას , მაგრამ ვერ ხსნის მეტალური ბმის წარმოქმნის მექანიზმს
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას, მაგრამ მისი წარმოქმნის მექანიზმზე მსჯელობისას უშვებს შეცდომებს
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას და მსჯელობს მისი წარმოქმნის მექანიზმზე
მოსწავლე აღწერს მეტალურ ბმას, მსჯელობს მისი წარმოქმნის მექანიზმზე და ახდენს მეტალური ბმის მოდელირებას